თურქეთის მთავრობა ტურისტული ნაკადის შემცირების გამო შეშფოთებულია. ამიტომ, გადაწყვიტა, ანტალიის გასარეკლამირებლად ჯასტინ ბიბერი და მადონა მოიწვიოს – მსოფლიო დონის ვარსკვალვები „ექსპო-2016“-ზე გამოვლენ, რომელიც აპრილში, ანტალიაში გაიმართება, – იუწყება Hurriyet Daily News.
გამოცემის ცნობითვე, „ექსპო-2016“ ტურიზმის განვითარების კატალიზატორი გახდება, რომლის ფარგლებშიც კონცერტები და სხვა ტიპის ღონისძიებები მოეწყობა.
ცნობისთვის: აქამდე თურქეთის კურორტებზე რუსი ტურისტები მეორე ადგილს იკავებდნენ. ორ ქვეყანას შორის გაფუჭებული ურთიერთობის ფონზე კი, მათი რიცხვი თურქეთში საგრძნობლად შემცირდა.