თურქეთის მთავარი ოპოზიციური ″სახალხო რესპუბლიკური პარტია″ რეფერენდუმის შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს

თურქეთის მთავარი ოპოზიციური ″სახალხო რესპუბლიკური პარტიის″ (CHP) ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ, 15 ივნისს სამართლიანობის (Adalet) მოთხოვნით დაწყებული მსვლელობის მე-20 დღეს პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე ქემალ კილიჩდაროღლუმ, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის დროს აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით, თავისი პარტიის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად მომზადებულ პეტიციას პრესკონფერენციის მსვლელობისას ხელი მოაწერა.
ქილიჩდაროღლუს თქმით, რელიგიის საქმეთა სამმართველოდან დაწყებული ეროვნული დაზვერვის სამსახურით (MIT) დამთავრებული, საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოთი (BDDK) დამთავრებული ყველაფერი ერთი პოლიტიკური პარტიის ფილიალად გადაიქცა.


″გუშინ ძალიან სიცხე იყო, დღეს უკეთეს გარემოში გავაგრძელებთ მსვლელობას. იზმითის ლეგენდარული მერის ლეილა ათაქანის საფლავი მოვინახულეთ, დავლოცეთ. ჩვენს ყველა გმირს პატივისცემით ვიხსენებთ. სამართლიანობის მსვლელობას ვასრულებთ, ეს უკვე საზოგადოების ყველა სეგმენტში იგრძნობა. 20 ივლისის შემდეგ თურქეთი ძალიან სწრაფად ერთი პარტიის სახელმწიფოდ გადაიქცა. რელიგიის საქმეთა სამმართველოდან დაწყებული ეროვნული დაზვერვის სამსახურით (MIT) დამთავრებული, საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოთი (BDDK) დამთავრებული ყველაფერი ერთი პოლიტიკური პარტიის ფილიალად გადაიქცა. ეს მსვლელობა ასევე იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საკუთარ ქვეყანაში აზრის გამოხატვის შესაძლებლობა გვეძლევა. ამიტომ ჩვენი მთავარი სურვილია, რომ მმართველმა პარტიამ ჩვენს მსვლელობას ყური უნდა დაუგდოს და ყუტადღებით თვალი გვადევნოს. ყველას მთელი გულით მადლობას გიხდით.″-განაცხადა ქემალ კილიჩდაროღლუმ.
″16 აპრილს რეფერენდუმი ჩავატარეთ. თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო რეფერენდუმი არალეგიტიმური გახდა. ჩვენ პეტიცია მოვამზადეთ და მას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავაგზავნით. მას ხელი მოვაწერე და დღეს გადავაგზავნით″,- აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიშტორმი, ელჭექი და ძლიერი წვიმა – დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით დევნილი ბავშვები დასასვენებლად ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ