თურქეთის მორიგი გაფრთხილება ევროკავშირს

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

თურქეთის მორიგი გაფრთხილება ევროკავშირს – რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი ოფიციალურ ანკარას ივნისის ბოლომდე უვიზო რეჟიმს არ მიანიჭებს, პარლამენტი მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას დაბლოკავს.

პრეზიდენტის თქმითვე, ევროკავშირს არც დაპირებული თანხა გამოუყვია.

ხელშეკრულების თანახმად, თურქეთმა უვიზო რეჟიმი საბერძნეთიდან დეპორტირებული არალეგალების შეფარების სანაცვლოდ უნდა მიიღოს, თუმცა ბრიუსელში აცხადებენ, რომ ქვეყანას ყველა კრიტერიუმი ჯერ არ დაუკმაყოფილებია.

ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციამდე ანკარისგან ანტიტერორისტული კანონის შეცვლას მოითხოვს, რასაც თურქეთის ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

banner
წინა სტატიაშიაფეთქების საფრთხე – ლოს ანჯელესის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
შემდეგი სტატიამერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განცხადებას ავრცელებს