თურქეთის მოქალაქეების მესამედი თვლის, რომ სამხედრო გადატრიალება ერდოღანის ორგანიზებულია

თურქეთის მოქალაქეების მესამედი თვლის, რომ სამხედრო გადატრიალება ერდოღანის ორგანიზებულია

1თურქეთის მოქალაქეების მეოთხედი თვლის, რომ სამხედრო გადატრიაების მცდელობის უკან ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეპ ერდოღანი დგას – ასეთია სოციალური გამოკითხვის შედეგები, რომელიც ბრიტანეთის კვლევითმა კომპანიამ Streetbees ჩაატარა -წერს The Financial Times-ი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რესპოდენტები რამდენიმე საკითხზე ამახვილებენ ყურადრებას, კერძოდ, მათ უცნაურად მოაჩვენათ მარმარისის სასტუმროზე, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოჯახთან ერთად, თავდასხმა ერთი საათის შემდეგ, როცა უკვე ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტი სტამბოლის აეროპორტში იმყოფებოდა.

ამასთან, გამოკითხულთა ნაწილს არ სჯერა, რომ ერდოღანს საფრთხე ემუქრებოდა. გარდა ამისა, რესპოდენტები თვლიან, რომ პუტჩი ხელისუფლებას აძლევდა ხელს, ქვეყანაში წმენდის განსახორციელებლად.

ამასთანავე, გამოკითხულთა 50% დარწმუნებულია იმაში, რომ ამბოხებულთა უკან ფეტხულახ გიულენი დგას, 10% თვლის, რომ პუტჩი სამხედროების მცირე ჯგუფმა განახორციელა, 5% მიაჩნია, რომ გადატრიალების მცდელობის უკან აშშ დგას – აღნიშნავს The Financial Times-ი.

გამოკითხვაში მონაწილეობა 2,8 ათასმა ადამიანმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია შეაჩერა
შემდეგი სტატიააფხაზეთში ეკატერინბურგიდან ოჯახი დაიკარგა