თურქეთის მოქალაქე შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული შ.ი. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ი. ბრალდებულის სახით ბათუმში დააკავეს” – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ იუნესკოს ტოვებს
შემდეგი სტატიავერანაირი ერთიანი ნეიტრალური კანდიდატები და ვერანაირი 3,000 ცხელი წერტილი ვერ იქნება – ზურაბ ჯაფარიძე