თურქეთის ხელისუფლება ცდილობს დააკავოს თურქეთის ფარგლებს გარეთ მყოფი ყველა ის პირი, რომლებიც რაიმე სახით კავშირში არიან ფეთჰულაჰ გიულენთან

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს მალაიზიის მთავრობას არ მოახდინოს თურქეთის ორი მოქალაქის – თურგაი ქარამან-ისა და იჰსან ასლან-ის ექსტრადირება თურქეთში.

მალაიზიაში თურქეთის ორი მოქალაქე დააპატიმრეს. როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, თურქეთში მათი ექსტრადირების შემთხვევაში ისინი შეიძლება უსამართლო მოპყრობისა და წამების მსხვერპლნი გახდნენ.

თურგაი ქარამანი და იჰსან ასლანი დააკავეს “მალაიზიის სახელმწიფოს საწინააღმდეგო აქტივობების“ საბაბით. მათდამი წაყენებული ბრალდება ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის მუხლებს მოიცავს – ამის შესახებ მალაიზიის გენერალურმა ინსპექტორმა ხალიდ აბუ ბაქარ-მა სოციალური ქსელ თვითერის მეშვეობით განაცხადა.

აღნიშნული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა უსაფთხოების კამერის ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია ოთხი უცნობი მამაკაცი კუალა ლიმპურის ერთერთ ავტოსადგომზე, რომლებსაც მიჰყავთ ხელბორკილებიანი ერთი პირი. როგორც გამოცემა Malay Mail-ის საინფორმაციო პორტალს განუცხადეს, სავარაუდოდ აღნიშნული პირი თურგაი ქარამანი უნდა იყოს.

როგორც ცნობილია, თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს დააკავოს თურქეთის ფარგლებს გარეთ მყოფი ყველა ის პირი, რომლებიც რაიმე სახით კავშირში არიან ამერიკაში გადასახლებაში მყოფ სულიერ ლიდერ ფეთჰულაჰ გიულენთან, რომელიც იმის მიუხედავად, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამას არაღიარებს, თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით გასულ წელს თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორია.

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, მალაიზიის ხელისუფლებამ “არანაირი საბაბით“ არ უნდა მოახდინოს აღიშნული ორი პირის თურქეთში ექსტრადირება.

“არანაირი ეჭვი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ თუკი მოხდება ამ ორი პირის გადაცემა თურქული მხარისათვის, ისინი გახდებიან წამების მსხვერპლნი, ხოლო მათ მიმართ წარმოებული სამართლებრივი პროცესი არ იქნება ობიექტური“ – აღნიშნა ადამიანთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციის აზიის რეგიონალურმა დირექტორმა ფილ რობერტსონ-მა.

როგორც მალაიზიის პრემიერ-მინისტრის პრესცენტრმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი განხილვის პროცესშია. ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც ექსტრადირების შესაძლებლობის  დადასტურებას, არც უარყოფას.

ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი აპირებს “გაწმინდოს“ საჯარო სამსახურები გიულენის მხარდამჭერთაგან. დღეის მდგომარეობით ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობა “ჰიზმეთ“-ის წევრობის ბრალდებით თურქეთში 41 000-ზე მეტი მოქალაქეა დაპატიმრებული.

ზემოთ აღნიშნული მოძრაობის წინააღმდეგ თურქეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები გულისხმობს სახელმწიფოებისგან მოძრაობა “ჰიზმეთ“-ის მიმდევართა დაკავებასა და თურქეთისათვის გადაცემას, აგრეთვე იმ საგანმანათლებლო დაწესებულებათა დახურვას, რომლებიც ეკუთვნიან აღნიშნულ ორგანიზაციას.

ოქტომბერში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ მალაიზიამ აქამდე თურქეთის მხარეს გიულენის ორგანიზაციასთან დაკავშირებული სამი პირი გადასცა.

“მათ წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება – როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე მის გარეთაც. ჩვენ არ შევწყვეტთ მათ დევვნას“- აღნიშნა ჩავუშოღლუმ და იქვე დასძინა, რომ მალაიზიურ მხარესთან აღნიშნულის ფარგლებში შესაბამისი თანამშრომლობა გრძელდება.

არ არის ცნობილი, არიან თუ არა რაიმე სახის კავშირში მალაიზიაში დაკავებულნი გიულენის რომელიმე ორგანიზაციასთან. მალაიზიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები მუშაობდნენ მალაიზიაში გახსნილ ერთერთ საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებაში რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ ფიქსირდება არანაირი კავშირი გიულენსა და მის ორგანიზაციასთან. საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ რაიმე სახის კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით.

მალაიზიური მედიის ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო ქარამან-ის დაკითხვა კუალა ლიმპურის სასამართლოში.

თურგაი ქარამანის მეუღლემ გაავრცელა ვიდეო მიმართვა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე დაიკარგა და სანამ პოლიციამ განაცხადა, რომ იგი დააკავეს. ვიდეო მიმართვაში დაკავებულის მეუღლე აღნიშნავს, რომ ისინი მალაიზიაში 13 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ და მის მეუღლეს ჰქონდა ქვეყანაში მუშაობის უფლება.

“მე ვთხოვ მალაიზიის მთავრობას დაგვეხმაროს პრობლემის მოგვარებაში. ჩემი მეუღლე კეთილშობილი ადამიანია და მას არავისთვის ზიანი არ მიუყენებია“ – განაცხადა დაკავებულის მეუღლემ.

წყარო: https://www.theguardian.com/world/2017/may/03/fears-grow-turks-held-in-malaysia-may-face-unfair-trial-or-torture-at-home?CMP=Share_iOSApp_Other

 

 

 

banner
წინა სტატიაშიWikiLeaks-მა ემანუელ მაკრონის ელ-ფოსტა გატეხა
შემდეგი სტატია2004 წელი, 6 მაისი: „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“