თურქეთის ერთ-ერთ ბაღში სამხედრო გადატრიალების ინსცენირება დადგეს

თურქეთის ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელებმა დადგეს სცენა, სადაც ასახული იყო ვერშემდგარი სახელმწიფო გადატრიალება – ამის შესახებ CNN Türk-ი ავრცელებს. ბავშვები სათამაშო იარაღებით ხელში, სამხედრო ორკესტრის ფონზე კითხულობდნენ ლექსებს. ერთმა ბავშვმა გაითამაშა წამებული, რომელიც ამბოხებულების მსხვერპლი გახდა. მისი “უსულო სხეული” თურქეთის სახელმწიფო დროშით დაფარეს.
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გასული წლის 15 ივნისს მოხდა, რომლის დროსაც 230-მდე ადამიანი დაიღუპა და 2 ათასზე მეტი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიკიევში ლესია უკრაინკას საფლავი გაქურდეს
შემდეგი სტატიაჩინეთის მეთაური ტრამპს ფხენიანთან დაკავშირებით თავშეკავებისკენ მოუწოდებს