თურქეთის ელჩს ოფიციალურმა ერაყმა საპროტესტო ნოტა გადასცა

ერაყის სუვერენიტეტის დარღვევის ბრალდების შემდეგ ქვეყნის საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩი დაიბარეს. სამინისტროში თურქ დიპლომატს ერაყის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ მოსულის მახლობლად 150 კაციანი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის გამო საპროტესტო ნოტა გადასცეს.

ოფიციალური ბაღდადის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ანკარა. თურქეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, ისინი ერაყში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გეგმავენ და მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი ქურთების ჯგუფს წვრთნიან.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი აცხადებს, რომ ენერგორესურსებით მომარაგების თვალსაზრისით თურქეთი რუსეთს შემცვლელს მოუძებნის
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა