თურქეთის ელჩი : ტურისტებისთვის თურქეთში ჩასვლა საფრთხეს არ წარმოადგენს

საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, ქვეყანაში არავითარი საფრთხე არ არსებობს.

თბილისში, თურქეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე ელჩმა აღნიშნა, რომ ტურისტებისთვის თურქეთში ჩასვლა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

მანვე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის ავიახაზებით მგზავრობის შემთხვევაში, მგზავრები აეროპორტში 5 საათით ადრე უნდა მივიდნენ.

“ახლა, თურქეთში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ვერანაირ ცვლილებას ვერ შენიშნავთ. გარწმუნებთ, ქვეყანაში ჩასვლა ტურისტებისთვის სრულიად უსაფრთხოა. გადატრიალებაში მონაწილე ყველა შეიარაღებული პირი დაკავებულია და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. არის შეკითხვები 5 დღის წინ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს საგანგებო მდგომარეობა არაფრით განსხვავდება საფრანგეთსა და ბელგიაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობისგან. ეს ძალიან ზომიერი სამართლებრივი ნორმაა.

საგანგებო მდგომარეობა არ ვრცელდება თურქეთში ჩასულ ტურისტებზე. რაც შეეხება თურქეთის ავიახაზების უსაფრთხოებას, გადატრიალების მცდელობიდან 7-8 საათის შმდეგ ავიახაზებმა ფრენები აღადგინეს და მას შემდეგ შეფერხება არ არსებობს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის ავიახაზებით ფრენის შემთხვევაში, მგზავრები 5 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ აეროპორტში, რაცსიმართლეს არ შეესაბამება”,- განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია : ვფიქრობ, პაპუაშვილმა ჩვენება უნდა მისცეს და გამოძიებამ მიუკერძოებლად უნდა გააკეთოს დასკვნები
შემდეგი სტატიავაკანსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში