7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

თურქეთის ელჩი: საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია

თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში თურქეთის ელჩი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. დიპლომატი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ეკონომიკურ მიღწევებსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ელჩის მიმართვაში ხაზგასმულია თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას საუკუნოვანი ისტორიული და მჭიდრო კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები აკავშირებს.

ელჩის განცხადებით, თურქეთი უკვე 18 წელია საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 3,1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2026 წლის პირველ რვა თვეში 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. მხარეები აქტიურად მუშაობენ ამ მაჩვენებლის 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე.

ელჩის ინფორმაციით, საქართველოში 3 000-მდე თურქული კომპანია ოპერირებს, განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო განხორციელებული პროექტების ღირებულება 5,6 მილიარდ დოლარს შეადგენს. პარტნიორობა მოიცავს ენერგეტიკას, ტრანსპორტს, განათლებას, კულტურასა და თავდაცვის ინდუსტრიას, სადაც ახალი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის, ხოლო თურქეთის საგარეო პოლიტიკა კვლავ ეფუძნება ათათურქის პრინციპს — „მშვიდობა სახლში, მშვიდობა მსოფლიოში“.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი ოპოზიციის აკრძალვაზე: თუ ეს არის ჯგუფი, რომელიც ქვეყნის განსაცდელში ჩაგდებას ცდილობს, ეს ერთადერთი გზაა
შემდეგი სტატია“მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”-“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”