თურქეთის ელჩი – გაგვიმართლა და ვამაყობთ, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია, გვჯერა მისი აყვავებული მომავლის

ჩვენ ვაშენებთ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე ვცდილობთ, მსოფლიოში წესრიგი უფო სამართლიანი და მტკიცე იყოს, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის ელჩის თქმით, ასი წლის განმავლობაში თურქეთმა მრავალი გამოწვევა დაძლია.

„მადლობას ვუხდი ყველას, რომ დღეს ჩვენს სიამაყესა და სიხარულს იზიარებთ. მინდა, მადლიერება გამოვხატო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ პრივილეგიისა და პატივისთვის, რომ მას ვმასპინძლობთ. 100 წლის წინ, როდესაც ჩვენ შევუდექით ამ გზას 14 დაღლილი, მაგრამ მომართული ადამიანით, ჩვენ ცოტა რამ გვქონდა სათქმელი. დღეს 85 მილიონი სარგებლობს 17 000-კილომეტრიანი გზებით და 13 000-კილომეტრიანი სარკინიგზო ქსელით. მაშინ ცოტა ქარხანა გვქონდა სახსენებელი, დღეს ჩვენი ვაჭრობის მოცულობა 650 მილიარდი აშშ დოლარია. ძალიერი ინდუსტრიული ბაზით და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკით, ჩვენი პროდუქცია აღწევს მსოფლიოს ყველა კუთხეს.

ასი წლის წინ ჩვენ ერთად ვიბრძოდით. დღეს ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში 28 მილიონი სტუდენტი გვყავს. ყოველწლიურად ვმასპინძლობთ 50 მილიონზე მეტ ტურისტს. ვაკავშირებთ ხალხსა და კულტირებს, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით ისტორიაში. როგორც გაერო-ს და ევროპის საბჭოს დამფუძნებელი წევრი და როგორც ნატო-ს გაერთიანების სანდო წევრი შვიდი ათწლეულის განმავლობაში, ვაშენებთ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე ვცდილობთ, მსოფლიოში წესრიგი უფო სამართლიანი და მტკიცე იყოს. ჩვენ არა მხოლოდ ვმასპინძლობთ ხუთ მილიონ ლტოლვილს, არამედ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის თვალსაზრისით, ჩვენ ასევე ვართ დახმარებისა და განვითარების წამყვანი დონორი ქვეყანა მსოფლიოში“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ამასთან, ალი ქაან ორბაიმ სიტყვით გამოსვლისას თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გაწეული დახმარების გამო საქართველოს პრემიერს მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ყველა სფეროში ვითარდება.

„გასული ასი წლის განმავლობაში, ჩვენ დავძლიეთ მრავალი გამოწვევა და გაჭირვება. ჩვენ დავდექით ჩვენს ასწლეულში საუკუნის სტიქიის წინაშე. ექვს თებერვალს, მიწისძვრების დროს ჩვენ დავკარგეთ 50 000-ზე მეტი სიცოცხლე. დაე, მათ მარადიული სიმშვიდე ჰპოვონ. ჩვენ ტრადეგიის შემდეგ დავიწყეთ აღდგენა, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები და გამძლეები. ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შემთხვევა და გამოვხატო მადლიერება საქართველოს მიმართ. როგორც ნამდვილი მეგობრები, ჩვენი ქართველი დები და ძმები მიწისძვრების დღესვე დაგვეხმარნენ. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, ვინც ამ დახმარებას პირადად უწევდა კოორდინაციას. ჩვენმა მე-17 საუკუნის მკვლევარმა აღწერა, რომ ქართველებს ჰყავთ კეთილი და სუფთა გულის ხალხი. ჩვენ გაგვიმართლა და ვამაყობთ, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია. ჩვენ გვჯერა ქართველების, გვჯერა საქართველოს და მისი ნათელი, აყვავებული მომავლის.

დღეს საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება საერთო ღირებულებების, საერთო კულტურების, ოჯახური კავშირებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ჩვენ კვლავაც ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ სტრუქტურებთან მისი უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერები“, – განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.

თურქეთის ელჩის განცხადებით, თურქული დიპლომატია ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას კონფლიქტებით სავსე არასტაბილურ სამყაროში.

„პატივცემულო სტუმრებო, 100 წლის ასაკში ჯერ კიდევ შედარებით ახალგაზრდა რესპუბლიკა ვართ, მაგრამ ჩვენ არ ვართ ახალგაზრდა ერი. რესპუბლიკა აშენდა ორი ათასწლეულის სახელმწიფო ტრადიციის მყარ საფუძვლებზე, რომელიც სიმბოლიზებულია პრეზიდენტის ბეჭედში 16 ვარსკვლავით. შთაგონება და ძალა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი ღრმა ისტორიიდან და წინაპრების ღირებულებებიდან, მიგვიყვანს ჩვენს ახალ საუკუნემდე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენი საგარეო სამსახურის დაარსებიდან 500 წელი შესრულდა. დღეს, 260 მისიით მთელ მსოფლიოში თურქული დიპლომატია ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას კონფლიქტებით სავსე არასტაბილურ სამყაროში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას და არ გადავუხვევთ მუსტაფა ქემალ ათათურქის ამ მოწოდებას – მშვიდობა სახლში, მშვიდობა მსოფლიოში. ძალიან ვამაყობ, რომ ვარ ამ ღრმა ფესვგადგმული ინსტიტუტის წევრი და განსაკუთრებით ვამაყობ, რომ ვმსახურობ მეგობრულ და ძმურ საქართველოში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს, რომელთა წვლილი უზრუნველყოფს ჩვენი დღესასწაულის წარმატებას. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო თურქეთის ბიზნეს ასოციაციები, Gürtiyat, Müsliyat და Deyik და მათი წევრები, რომელთა სახელებიც არის გამოსახული ბანერებზე. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის ავიახაზებს, Tava Nişbank-ს ჩვენი მხარდაჭერისთვის. მადლობა ყველას, რომ ჩვენთან ერთად იყავით თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების ასი წლისთავზე. გილოცავთ რესპუბლიკის დღეს. გილოცავ დაბადების დღეს, თურქეთო“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – სალომე ზურაბიშვილი თუ კიდევ ერთხელ დაარღვევს კონსტიტუციას, ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იქნება
შემდეგი სტატიაკალაძე – სიცრუეა, რომ ჩინეთში ლევან დავითაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია შედგა