თურქეთის დედაქალაქში პარლამენტის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთის დედაქალაქში პარლამენტის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. CNN-ის თურქული ბიუროს ცნობით, გარდაცვლილია 5 და დაშავებულია 10 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ანკარას ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. გამოცემა Today-s Zaman-ის ინფორმაციით, აფეთქებისას დაზიანდა ავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ, რომელმაც აფეთქების გამოძიების პირობა დადო.

https://youtu.be/EFAnE1qZsJk

banner
წინა სტატიაშიაფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდა
შემდეგი სტატია(Foto)ანკარაში გარდაცვლილთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა