(+ვიდეო) თურქეთის დაზვერვის სამსახურის შენობაზე შეტევის ვიდეო გავრცელდა

თურქეთის დაზვერვის სამსახურზე თავდასხმის ვიდეოს სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს – შემთხვევა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას მოხდა.
ვიდეოში აღბეჭდილია დაზვერვის ეროვნული ორგანიზაციის შენობაზე ცენტრალური შესასვლელიდან განხორციელებული შეტევა.

კადრებიდან ჩანს, თუ როგორ ისვრიან ვეტმფრენიდან, რიგითი მოქალაქეები კი დროშებით ხელში შენობის დამცველებისკენ მიდიან.
დაზვერვის სამსახური ვეტმფრენს ავტომატური იარაღიდან ცეცხლს უხსნის.

https://www.youtube.com/watch?v=Pjeez10f7lo&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალიბეგაშვილი: უახლოეს მომავალში დავით ნარმანიას ახალი მოადგილე ეყოლება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ნიცაში მომხდარის გამო საფრანგეთის მთავრობას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა