თურქეთის ციხიდან ცნობილი სომეხი მწერალი გაიქცა

თურქეთში ცნობილი სომეხი მწერალი და ჟურნალისტი სევან ნიშანიანი, რომელიც თურქეთში სომეხთა გენოციდის თემას აშუქებდა, თურქეთის ციხიდან გაქცევასთან ერთად ქვეყნის დატოვებაც მოახერხა.


,,ჩიტი გაფრინდა, ქვეყანაში დარჩენილ 80 მილიონსაც ამასვე ვუსურვებ,, დაწერა ნიშანიანმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
ნიშანიანს, რომელიც იზმირის ღია ციხეში იხდიდა სასჯელს, მოსაახდელად კიდევ 14 წელის ჰქონდა მისჯილი. უკანონო მშენებლობისათვის 2 წლით დაპატიმრებულ ნიშანიანს, თურქეთის სასამართლომ ციხის წესების დარღვევის გამო 11 წელი მიუსაჯა. ციხეში ყოფნისას ის ასევე 2 სხვა დავაში გაამტყუნეს და 4 წლიანი სასჯელიც დაუმატეს.

banner
წინა სტატიაშიდავით ქაცარავა საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას იწყებს
შემდეგი სტატია,,ინტერ რაო,, საქართველოს ხელისუფლებისაგან 120 მილიონ დოლარს ითხოვს