თურქეთის ავიაციამ აფრინში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა (ფოტოები)

20-21 იანვარს, ოპერაცია ,,ზეთისხილის რტოს,, ფარგლებში თურქეთის მიერ სირიის აფრინის რეგიონში განხორციელებულ ავიადარტყმებს, ქურთული მედიის ინფორმაციით, სულ ცოტა 12 მოქალაქე ემსხვერპლა და ათეულობით დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან სამოქალაქო პირები და მცირეწლოვანი ბავშვებიც. მიუხედავად თურქეთის ხელისუფლების განცხადებისა, რომ მათი სამხედროების სამიზნეები მხოლოდ ქურთი მებრძოლები არიან, ქურთული მედია ავრცელებს ფოტო და ვიდეო მასალას, რომელზეც დანგრეული სამოქალაქო ობიექტები და დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობაა აღბეჭდილი. ერთ-ერთი ინფორმაციით, თურქულმა ავიაციამ აფრინში მდებარე ქათმების ფერმას დაარტყა, რომელიც სრულიად გაანადგურა. ფერმაზე განხორციელებულ საჰაერო შეტევას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და ამდენივე დაიჭრა. აღსანიშნავია, რომ დაჭრილები ბავშვები არიან.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ,,ენმ“-ის პოლიტიკური საბჭოს წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
შემდეგი სტატიაქურთებმა თურქეთის ოპერაციის შედეგები გამოაქვეყნეს