თურქეთის არმიამ სირიაში აშშ-ს მოკავშირეებს 30 მებრძოლი მოუკლა

თურქული არმია უკვე მესამე დღეა განაგრძნობს აშშ-ს მოკავშირე ქურთების პოზიციების დაბომბვას სირიის მოსაზღვრე ტერიტორიიდან, მიუხედავად ამისა, თავად სირიის ტერიტორიაზე გადასვლა და ,,სირიის თავდაცვის ძალების,, (SDF-YPG) წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაციები, თურქულ არმიას ჯერჯერობით არ დაუწყია.
თურქეთის შეიარაღებული ძალების პრეს სამსახურის ცნობით, თურქეთის ჯარის მიერ საარტილერიო სროლების შედეგად, ჩრდილოეთ სირიის აფრინის რეგიონში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება და რომელიც ქურთული SDF (YPG) კონტროლ ქვეშაა, 30 მებრძოლი იქნა ლიკვიდირებული. ამავე ცნობით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ამ რეგიონზე დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის წინ, ქურთი სამხედროების სამიზნეებს საპასუხო დარტყმები მიაყენეს და მრავალი ობიექტი მიწასთან გაასწორეს. ამის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ სირიის თავისუფალმა არმიამ, რომელსაც მხარს უჭერს თურქეთი, დაასრულა სამხედრო სამზადისი და მისი 20 ათასიანი არმია მზად არის აფრინზე იერიშისათვის.
15 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში აშშ-ს ერთგული მოკავშირე და ,,ისლამური სახელმწიფოს,, პარალელურად ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ქურთული ,,სირიის თავდაცვის ძალები,, (SDF/PYD) –  თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი ,,ქურთების მუშათა პარტიის,, (PKK) ერთ-ერთი ფრთაა და ტერორისტული დაჯგუფებაა… და რომ ეს ორგანიზაცია თურქეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათივე  კონტროლქვეშ მყოფ აფრინის და მუმბიჩის რეგიონებში, თურქეთის ჯარი ოპერაციებს უეცრად დაიწყებს.

 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ჭორვილელმა, სამტრედიელმა და კოკელმა გლეხებმა თავისი ადგილი ცხოვრებაში იპოვეს…
შემდეგი სტატიამოსკოვმა ყველაზე ბნელი დეკემბერი გადაიტანა