თურქეთის არმია სირიის იდლიბისკენ გადაადგილდება

თურქული არმია სირიის პროვინცია იდლიბისკენ პოზიციებს იმაგრებს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რომელიც 12 იანვარს გავრცელდა, ჰატაის პროვინციაში თურქეთმა ტანკები და ბრონირებული მანქანები გადაისროლა. ამავე დროს, თურქეთის უშიშროების სამსახურებმა უარი თქვეს კომენტარი გაეკეთებინათ აღნიშნულ გადაადგილებაზე, ასევე, მათ არ დაუდასტურებიათ სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის მზადება.

ადრე აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკ პომპეომ თურქ კოლეგასთან მავლუტ ჩავუშოღლუსთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ ქურთულ დაჯგუფება YPG-სთან დაკავშირებით მხარეები კომპრომისს მიაღწევენ. პომპეოს თქმით, შტატები აღიარებენ თურქეთის უფლებას, თავი დაიცვას ტერორისტებისგან. “თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ხალხი, ვინც არ არიან ტერორისტები და ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, ჩვენს დაცვას იმსახურებენ” – პომპეომ თქვა.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქურთულ YPG-ს, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს და რომლის წინააღმდეგაც თურქეთი სამხედრო ოპერაციას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიავირუსის გართულების გამო, 42 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა