თურქეთის ამბოხებაში ბრალდებულებს ,,ჯოჯოხეთის კორიდორს,, მოუწყობენ

თურქულმა მედიამ დღეს ფაქტიურად დაანონსა 200 მეტრიანი ,,ჯოჯოხეთის კორიდორი,, რომელსაც ხელისუფლების მომხრეები და ამბოხების დროს დაზარალებულები, ხვალ 22 მაისს სასამართლოს დარბაზში ჯანდარმების თანხლებით მიმავალ, პირველ 221 ბრალდებულს დახვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 15 ივლისის მომხდარ სამხედრო ამბოხებაში მონაწილეთაგან 221 სამხედრო პირის მიმართ, ხვალ 22 მაის სასამართლო განხილვა დაიწყება და ისინი იქნებიან პირველები ვინც სასამართლოს სასჯელს მიიღებენ ამბოხებისთვის.
როგორც თურქული მედია აცხადებს, სასამართლოს შენობასა და დარბაზში, რომელიც მაქსიმალურად იქნება დაცული, თავად პატიმართა ოჯახის წევრებს და ახლობლებს არ დაუშვებენ და ამას პროვოკაციებისაგან თავის არიდების საბაბით ხსნიან. რაც შეეხება თავად პატიმრებს, მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მათ სასამრთლო დარბაზში შესვლამდე 200 მეტრიან ცოცხალ კორიდორზე მოუწევთ გავლა, სადაც შეკრებილ ათასობით ადამიანს, რომელთაც დარბაზში ვერ დაატევენ, მათი ახლოდან ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სასმართლოსთან მხოლოდ ხელისუფლების მომხრეები და დაზარალებულები იქნებიან, ადვილი მისახვედრია რა ჯოჯოხეთური 200 მეტრის გავლა მოუწევთ ფეხით – სასამართლოსკენ მიმავალ პატიმრებს.

 

banner
წინა სტატიაში(video) დოკუმენტები და ფაქტები – როგორ გახდა ოთარ ფარცხალაძე მილიონერი
შემდეგი სტატიათურქეთის პრემიერი ხვალ თბილისში ჩამოდის