თურქეთის აეროპორტში ორმა პოლიციელმა ერთმანეთი დაჭრა 

თურქეთში, ქალაქ კაისერის აეროპორტში ორმა პოლიციელმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა, რომლის შედეგადაც ორივე დაიჭრა – NTV წერს. სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ინციდენტის მიზეზი კამათი გახდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მივიდნენ. პოლიციამ, უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო.
სხვა დეტალები, ამ მომენტისთვის, არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშითბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა დაიწვა
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ორი ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება