თურქეთიდან საქართველოში უახლოეს ხანებში იაფი ხილ-ბოსტნეული შემოვა…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 3, 2015 05:48

თურქეთიდან საქართველოში უახლოეს ხანებში იაფი ხილ-ბოსტნეული შემოვა…

მნიშვნელოვანი

  • თურქული მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა თურქულ ხილ-ბოსტნეულზე სანქციები იანვრის დასაწყისიდან დააწესა, ამ ინფორმაციამ თურქ მწარმოებლებზე იმდენად იმოქმედა, რომ დღეისთვის ზემოხსენებულ პროდუქტებზე ფასები საგრძნობლად დაწეულია და უახლოეს მომავალში კიდევ დაიწევს...

სხვა სტატიები

თურქული მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა თურქულ ხილ-ბოსტნეულზე სანქციები იანვრის დასაწყისიდან დააწესა, ამ ინფორმაციამ თურქ მწარმოებლებზე იმდენად იმოქმედა, რომ დღეისთვის ზემოხსენებულ  პროდუქტებზე ფასები საგრძნობლად დაწეულია და უახლოეს მომავალში კიდევ დაიწევს…

თურქეთის სოფლის მეურნეობის პალატის თავმჯდომარის შემსი ბაირაკტარის განცხადებით, თურქეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასებმა რუსეთ-თურქეთის კრიზისისა და რუსეთის მიერ გამოცხადებული სანქციების ფონზე, საგრძნობლად დაიკლო…

ბაირაკტარის ცნობით, რუსეთმა თურქეთს მხოლოდ იმ სახეობის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დაუწესა ემბარგო, რომლის შევსებას ის, საკუთარ ბაზარზე უახლოეს ხანებში სხვა ქვეყნებიდან შეძლებს, ხოლო ისეთი პროდუქტები, როგორიც ლიმონი, თხილი, წიწაკა, ხორცპროდუქტები და თევზეულია, ემბარგოს გარეთ დატოვა, რადგან ამ პროდუქტებს, ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთისადმი დაწესებული ემბარგოს ფონზე, სხვა ქვეყნებიდან საკმარისი რაოდენობით ვერ მიიღებს. მიუხედავად ამისა, ფასები რუსეთის ემბარგოს გარეთ დარჩენილ პროდუქციაზეც დაეცა, რაც უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორით გამოწვეული, ვიდრე ბაზრის რეალობით, აცხადებს ბაირაკტარი. აღსანიშნავია, რომ თურქეთი – რუსეთში 1 მილიარდ 270 მილიონი დოლარის ხილბოსტნეულს ყიდდა წელიწადში.

ფორთოხალი, მანდარინი, ბროწეული, მსხალი, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ჭყინტი ლობიო,  ქათმის ხორცი… ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საახალწლოდ რუსეთის ბაზარდაკარგული თურქეთიდან, საგრძნობლად გაიაფებული შემოვა საქართველოში… მაგალითისთვის, თურქეთში კიტრის საბითუმო – ასაღები ფასი, ამ მომენტისთვის კილოგრამზე – 1 ლირას – დაახლოებით 0,83 ლარს შეადგენს… ხოლო პომიდორის 1 დან 2 ლირამდე, ანუ 0,83-დან 1,66 ლარამდე… მოსალოდნელია, რომ ეს ფასები კიდევ გაიაფდება.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 3, 2015 05:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics