თურქეთიდან რეანომობილით COVID 19-ით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს

თურქეთიდან რეანომობილით კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს. მას COVID-19 თურქეთში დაუდასტურდა.

ამ შემთხვევის ჩათვლით, აჭარაში უკვე კორონავირუსით ინფიცირების 7 დადასტურებული ფაქტია.

რაც შეეხება დედა-შვილს, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ, მათ კლინიკა “მედალფა” დატოვეს და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას. პაციენტები არ არიან აჭარის მკვიდრები და ქუთაისში გადაყვანა თავად მოითხოვეს.

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან, ტბილისში კიდევ 2 პირი გადაიყვანეს. ამდენად, თურქეთიდან გადმოყვანილი ინფიცირებულის ჩათვლით, ბათუმში კლინიკა “მედალფაში” სულ 19 ინფიცირებულია.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : ირველი საუნივერსიტეტო კლინიკას ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
შემდეგი სტატიაკახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში COVID-19-ზე გაგზავნილი 18 პაციენტის კვლევის შედეგი უარყოფითია