თურქეთიდან კარტოფილის შემოტანა 1 ივნისამდე აიკრძალა

მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთიდან კარტოფილის შემოტანა 1 ივნისამდე აიკრძალა. განკარგულებას ხელი პრემიერმა მოაწერა.

მიზანი კარტოფილის კიბოს თავისუფალ ტერიტორიებზე გავრცელების თავიდან აცილებაა.

მსგავსი დროებითი ღონისძიების ამოქმედებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-17 მუხლი ითვალისწინებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ეს არის დროებითი ფიტოსანიტარიული ზომა კარტოფილის თესვის სეზონის დასრულებამდე, რათა საკვებად გამიზნული თურქული კარტოფილი არ გამოიყენონ სათესად.

banner
წინა სტატიაში“ევროპულმა საქართველომ” მიკაილ კადიევისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პრემიერს მიმართა
შემდეგი სტატიაევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე: ეს იქნება ერთიანი დოკუმენტი, ქართული სახელმწიფოს ერთიანი პასუხი ტატუნაშვილის მკვლელობაზე