თურქეთი ვატიკანს შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

თურქეთის დაზვერვა ვატიკანს “ისლამური სახელმწიფოს” მიერ შესაძლო ტერაქტების მოწყობის შესახებ აფრთხილებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა შესაძლო ტერაქტების მოწყობის შესახებ, ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში შეიტყვეს.

თურქეთის დაზვერვის მონაცემებით, ტერორისტების ინტერნეტ-პროპაგანდისტულ ჟურნალში, ვატიკანი ერთ-ერთ სამიზნედ არის მოხსენიებული.

banner
წინა სტატიაშიბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა
შემდეგი სტატიაბორჯომში 100-ზე მეტი ბზის, წყავისა და ლაგესტრემიას ნერგი დარგეს