თურქეთი უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში ჩატარებას სთავაზობს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ანკარა „ძირითადად მხარს უჭერს“ უკრაინის მიერ შემოთავაზებულ „მშვიდობის ფორმულას“.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ომის მესამე წელს ვიწყებთ და მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მშვიდობის დამყარების მიმართულებით საკმარისი პროგრესი არ არის მიღწეული. მე ვრჩები იმის მომხრე, რომ დიპლომატიას და დიალოგს მიეცეს ომის დასრულების სამართლიანი შესაძლებლობა.
ჩვენ მზად ვართ, კვლავ შემოგთავაზოთ მოლაპარაკებების მაგიდა, რომელიც ადრე მოვაწყეთ სტამბოლში მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა ერდოღანმა.