თურქეთი თხილის ექსპორტში რეკორდს ხსნის

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანამ თხილის ექსპორტში, სეზონის პირველ სამ თვეში რეკორდი მოხსნა.
,,თურქმა ექსპორტიორებმა, 2017-2018 წლის საექსპორტო სეზონის პირველ სამ თვეში, რომელიც 1 სექტემბერს დაიწყო, 648,3 მილიონი დოლარის ღირებულების 100 ათას ტონაზე მეტი თხილი გაიტანეს ექსპორტზე და ამით ერთგვარი რეკორდი დაამყარეს,, აცხადებს შავიზღვისპირეთის თხილის პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ილიას ედიპ სევინჩი. მისივე განცხადებით, გასული წლის ამავე პერიოდში უცხოეთში 620 მილიონი დოლარის ღირებულების 67 ათასი ტონა თხილი და თხილის ნაწარმი გაიყიდა.
,,მიმდინარე სეზონი მომავალი წლის აგვისტოში დასრულდება და მანამდის საექსპორტო მაჩვენებლებს კიდევ უფრო გავზრდით“, აცხადებს სევინჩი, რომელიც აღნიშნავს, რომ თურქეთი ექსპორტზე თხილის რაოდენობის ზრდასთან ერთად მის ხარისხსაც აუმჯობესებს.

banner
წინა სტატიაშიერევანში ადგილი ჰქონდა ხელჩართულ ჩხუბს სომხეთის და საქართველოს მოქალაქეების მონაწილებით
შემდეგი სტატიატყეში ნაპოვნია ერთ-ერთი სამარხი, სამალავიდან არის ამოღებული იარაღი