თურქეთი: სპეცრაზმელები ერდორანის გატაცების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები

თურქეთი: სპეცრაზმელები ერდორანის გატაცების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები

2 (2)თურქეთში სპეცრაზმელების ჯგუფია დაკავებული, რომლებიც ქვეყანაში სამხედრო გადატიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ. მათი ამოცანა ერდორანის გატაცება იყო.
სამხედროების ნაწილი, რომლებიც გაქცეულები იყვნენ, ტყეებში იპოვეს, ქალაქ მარმარისთან ახლოს. ისინი ადგილობრივებმა შენიშნეს, როცა სამხედროები ტახზე ნადირობდნენ. სამხედროების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციისას ისმოდა სროლები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც სააგენტო “ანადოლუ” იტყობინება, სულ დასვენების დღეებში 11 სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. მათ შორის არის მაიორი სუკრუ სეიმენი, რომელიც გადატრიალების ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლება.
კვირის მონაცემებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით სულ დაკავებული ან თანამდებობიდან განთავისუფლებულია 3 ათასი სამხედრო მოსამსახურე.

banner
წინა სტატიაშიტერორისტული აქტის მუქარისთვის ბრალდებულს დაპატიმრება შეეფარდა
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის მესამე ნომრად დასახელდეს