თურქეთი სირიის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტას ემხრობა

,,თურქეთი მომხრეა, რომ სირიის მთელს ტერიტორიაზე ცეცხლი შეწყდეს და მშვიდობამ დაისადგუროს,, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოსკოვში სამხრივი შეხვედრის შემდეგ თავის ირანელ და რუს კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჩავუშოღლუს განცხადებით, მისი ქვეყანა ისევე როგორც პარტნიორები მზად არიან იყვნენ გარანტორები სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
,,ჩვენ მხარს ვუჭერთ სირიის და ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას და სხვა მიზანი არ გვამოძრავებს,,, ოპერაცია ,,ევფრატის ფარი,, თურქეთის მხრიდან რამდენიმე მოსაზღვრე რაიონის ,,ისლამური სახელმწიფოს,, ტერორისტებისაგან გაწმენდას ისახავს მიზნად ამ რეგიონში მოსახლეობის დაცვას,, აცხადებს ჩავუშოღლუ, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა პარტნიორებს ,,ისლამურ სახელმწიფოსა,, და ან-ნუსრას,, წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა აშშ-ს გატაცებული დრონი დაუბრუნა
შემდეგი სტატიაიაპონიის პრემიერი რუსეთში ვიზიტს გეგმავს