თურქეთი სირიიდან მანამდე არ წავა, სანამ მის საზღვარს საფრთხე ემუქრება

თურქეთი სირიიდან მანამდე არ წავა, სანამ მის საზღვარს საფრთხე ემუქრება – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდორანმა სამსუნში მთელი რიგი ობიექტების გახსნისას სიტყვით გამოსვლის დროს თქვა. მისი განცხადებით, თურქეთის მოთმენის ზღვარი ამოწურა გაზიანთებში ტერორისტების მიერ მოწყობილმა აფეთქებამ, რომელსაც 56 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. “ზუსტად მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება სირიაში ტერორისტების განადგურებაში დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც “ევფრატის ფარი” დავიწყეთ” – განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა “ბრექსიტის” პროცედურა ოფიციალურად ჩაუშვა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: „გივი თარგამაძემ პროკურორს სააკაშვილზე, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, კომპრომატების გადაცემა შესთავაზა!