თურქეთი საქართველოს რუსი პილოტის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ექსტრადირებას სთხოვს – შსს-მ განცხადება გაავრცელა

თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

გამოცემა ჰურიეტში აღნიშნულია, რომ თურქეთი საქართველოს რუსი პილოტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სერქან კურტუ ლუშის ექსტრადირების თხოვნით მიმართავს.

უწყების ინფორმაციით, 27 ივნისს აჭარის პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმში 1978 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ს.კ. დააკავეს. ის თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების და ორგანიზებული ჯგუფის შექმნის ბრალდებით, 2017 წლის ოქტომბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

დაკავებული თურქეთის მოქალაქე ამჟამად ქუთაისის N2 საპყრობილეშია შესახლებული.

შინაგანს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება ინტერპოლით ძებნის საფუძველი მოხდა, თუმცა, მასში თვითმფრინავის საქმე არ ფიგურირებს.

გამოცემა ჰურიეტი წერს, რომ კურტულუში გასულ კვირას საქართველოში დააკავეს. მისი დაკავების ორდერი კი ინტერპოლმა ოფიციალური ანკარის მოთხოვნის საფუძველზე გასცა.

სერქან კურტულუში, რუსი პილოტის მკვლელობის გარდა, დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაშიცაა ეჭვმიტანილი.

ჰურიეტის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის საჰაერო ძალებმა სირიაში რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდეს. ორივე პილოტმა კატაპულტიურება მოასწრო, თუმცა, დაშვებისას მათ მებრძოლებმა გაუხსნეს ცეცხლი და ერთი რუსი მფრინავი მოკლეს.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ 2008-2012 წლებში პატიმართა არაადამიანური მოპყრობისთვის ზუგდიდის N4 ციხის ოთხი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიაოზურგეთში დის მკვლელობაში ბრალდებულ როლანდ თავაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეეფერდა