თურქეთი რუსული С-400-ის ყიდვის გამო აშშ-ს სანქციებისთვის ემზადება

თურქეთი რუსული რაკეტსაწინააღმდეგო С-400-ის ყიდვის გამო აშშ-ს პოტენციური სანქციებისთვის ემზადება, რადგანაც ანკარა ყიდვას “დასრულებულ საქმედ” თვლის – თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა თქვა – ადგილობრივი Daily Sabah-ი ავრცელებს. ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ აშშ ისევ ცდილობს თურქეთმა უარი თქვას რუსული წარმოების სისტემების ყიდვაზე, მაგრამ თურქეთი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. “ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ ეს დასრულებული საქმეა, მაგრამ ისინი აგრძელებენ: არც ერთი შეთანხმება არ არის დასრულებული საქმე” – აკარმა თქვა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა და ორი კვირა მისცა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის ყიდვისგან უარის სათქმელად. შტატები ანკარას ამერიკულ ანალოგ Patriot-ს სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშილანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
შემდეგი სტატიაიტალიაში ტურისტების ავტობუსი ავარიაში მოყვა