თურქეთი რუსი ელჩის მკვლელობას NATO-ს და გიულენს აბრალებს

თურქეთის ოფიციალური ხელისუფლება პრეზიდენტ ერდოღანის ხელმძღვანელობით, რუსი ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ორგანიზებაში ფეტიულაჰ გიულენსა ადანაშაულებს.
იმაზე, რომ რუსი ელჩის მკვლელი პოლიციელი მერთ ალთინთაში შესაძლებელია გიულენის ორგანიზაციასთან ყოფილიყო კავშირში, თურქეთში თავდიანვე მიანიშნეს თუმცა უკვე დღეს ხელისუფლება ამაზე ღიად საუბრობს… თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ალთინთაში გიულენის ორგანიზაციასთან იყო კავშირში… ,, ,,ფეტოს,, (ასე ეძახიან თურქეთში ფეტიულაჰ გიულენს რედ.) მომხრეებმა არამხოლოდ არმიაში, არამედ პოლიციაშიც მოიკიდეს ფეხი,, განაცხადა ერდოღანმა.
კიდევ უფრო შორს წავიდა ერდოღანის თანაპარტიელი, თურქეთის პარლამენტის წევრი გაზიანთეპიდან – შამილ ტაიარი, რომელმაც თურქული ტელეარხით, რუსი ელჩის მკვლელობა NATO-ს სპეცოპერაციად შეაფასა… ,,რუსი ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობა NATO-ს ერთ-ერთი ოპერაცია იყო… რომელიც მიზნად პროვოკაციას ისახავდა,, აღნიშნა თურქეთის პარლამენტის წევრმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ნებისმიერი ხსენება ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეში “აბსოლუტურად სასაცილოა
შემდეგი სტატიაპესკოვი: პუტინი თავისი ხასიათით ლიბელარი ლიდერია