თურქეთი რუსეთს, უკრაინასა და გაერო-ს, მოლაპარაკებების მასპინძლობას სთავაზობს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მას, რუსეთს, უკრაინასა და გაეროს შორის მოლაპარაკებების მასპინძლობა შესთავაზა. სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის თანახმად, ერდოღანმა ხაზი გაუსვა “ისეთი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ომის ნეგატიურ შედეგებს”.

“პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოხატა მზაობა, შეხვდეს რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებს სტამბულში და მონაწილეობა მიიღოს შესაძლო დაკვირვების მექანიზმში, თუ ორივე მხარე შეთანხმდება პრინციპებზე”, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკატრინ კოლონა აცხადებს, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინის მიერ სწრაფი პროცედურების გავლას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად
შემდეგი სტატიასტეფანჩუკი – ნატო-მ უნდა გააძლიეროს რუსეთის შეკავების პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო