თურქეთი ქურთისტანს ბოლო გაფრთხილებას აძლევს

თურქეთის პრემიერმინისტრმა, ბინალი ილდირიმმა ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ერაყის ქურთისტანის ლიდერს – მესუდ ბარზანის, რომელიც 25 სექტემბერს რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, ბოლო გაფრთხილება მისცა.


თურქეთის პრემიერმა მოუწოდა ბარზანის, რომ სანამ დროა რეფერენდუმის ცატარების იდეას თავი დაანებოს. „ნათლად მინდა განვაცხადო. აღნიშნული რეფერენდუმის გადაწყვეტილება და ჩატარება თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. თურქეთი კი მისი უსაფრთხოების დასაცავად საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმების ფარგლებში რაც საჭიროა ყველაფერს გააკეთებს. კირკუკის ამ საკითხში ჩართვა კი, მართლაც და სამწუხარო ფაქტია, რადგან მისი მოსახლეობის 70% თურქმენები არიან. დაგეგმილი რეფერენდუმი კი როგორც იქ მცხოვრები სხვა ხალხებისთვის ასევე ქურთებისთვისაც საზიანოა,“ განაცხადა თურქეთის პრემიერმინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონი დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვას აპირებს, რის საფუძველზეც ქურთისტანის სახელმწიფოს ჩამოყალიბება იგეგმება. ამ იდეას ეწინააღმდეგებიან, როგორც ერაყის ცენტრალური ხელისუფლების წევრები, ასევე თურქეთის,ირანისა და სირიის ხელისუფლებები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში არსებული დიდი რაოდენობით ქურთული მოსახლეობის დესტაბილიზაციის საფრთხეს გრძნობენ.

banner
წინა სტატიაშიწაღვერში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქალაქ ჩერკასში სააკაშვილის მზარდამჭერთა მიტინგი გაიმათა