თურქეთი ფულს აკეთებს იმ დროს, როცა უკრაინელები რუსეთთან ომში სისხლს ღვრიან – ზელენსკი

თურქეთი ფულს აკეთებს იმ დროს, როცა უკრაინელები რუსეთთან ომში სისხლს ღვრიან – უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკიმ თურქეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნის გამო გააკრიტიკა.

ზელენსკიმ თქვა, რომ თურქეთი, ერთი მხრივ, შუამავალია მოლაპარაკებებში და მნიშვნელოვანი ნაბიჯებით უჭერს მხარს უკრაინას, ხოლო მეორეს მხრივ – ამზადებს რამდენიმე ტურისტულ მარშრუტს ერთდროულად.

“ერთი მხრივ, თურქეთი შუამავალია და მხარს უჭერს უკრაინას მნიშვნელოვანი ნაბიჯებით და, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ტურისტული მარშრუტების მომზადებას სპეციალურად რუსული ტურიზმისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ თუ თურქეთსა და უკრაინას სურთ მეგობრული ურთიერთობა.

“თუ გვინდა მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს, მე როგორც პრეზიდენტმა უნდა ვთქვა, რომ შეუძლებელია. ასე არ შეიძლება, ეს ორმაგი სტანდარტია. ეს არ არის სამართლიანი. ამიტომ მივმართავ თურქეთის ყურადღებას ასეთ შესაძლებლობებზე, მიმაჩნია, რომ ასე არ შეიძლება, რადგან არჩევანი უნდა გააკეთო – სიმართლისკენ ხარ თუ არა”, – თქვა მან.

წინა სტატიაშირომის პაპი ამბობს, რომ პუტინს მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, მაგრამ პასუხი არ მიუღია
შემდეგი სტატიასასაზღვრო პოლიციამ 10 კილოზე მეტი „ჰეროინი” ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე