თურქეთი პანდემიამდელ ცხოვრებას დაუბრუნდა, ექიმებს ეს არ მოსწონთ

თურქი ექიმები მთავრობის გადაწყვეტილებას 1 ივლისიდან პანდემიასთან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. “მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო ძალიან მალე ახალი ლოკდაუნის გზაზე აღმოჩნდება, ჩვენ საპირისპირო რამეს ვაკეთებთ” – ბიულენტ ერტოგრულმა, თურქეთის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციურ დაავადებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა “დოიჩე ველეს” განუცხადა.

ქვეყანაში კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები მოიხსნა, კომპანიები პანდემიამდელ რეჟიმში მუშაობენ.

ყოველდღიური ცხოვრება თითქმის კორონავირუსამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. შეზღუდვებიდან მხოლოდ ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვა დარჩა. ექიმის თქმით, სხვა შეზღუდვების მოხსნა ჯერ ისევ ადრე იყო.

პანდემიის პიკში თურქეთში ყოველდღიურად კოვიდ-19-ის 63 ათას შემთხვევას არეგისტრირებდნენ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე ვაქცინაზე – მიწოდების დეფიციტი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნილების დეფიციტი
შემდეგი სტატიაკომისიის ეტაპს გადავალ – აკაკი ხუსკივაძეს ცეკო-ს წევრობა სურს