თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მიზანს, გახდეს ნატო-ს წევრი

თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მიზანს, გახდეს ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ თურქეთის პრეზიდენტი საქართველოსადმი ამ მხარდაჭერას გამოხატავს ნატო-ს სამიტზეც.

„თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრება ნატო-ს სამიტს და როგორც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს განაცხადა, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ კონტექსტში თურქეთი, როგორც ნატო-ს წევრი, მხარს უჭერს საქართველოს მიზანს, გახდეს ნატო-ს წევრი. მე მჯერა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი სათანადო დროს გამოხატავს ამ მხარდაჭერას ნატო-ს სამიტზეც“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა

banner
წინა სტატიაშიკახაბერ ქემოკლიძე პარტიის დაფინანსებაზე – ეს არის სახსრები, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა გავიღეთ როგორც დონაცია
შემდეგი სტატიაბავშვს უფლება აქვს, არ იყოს ძალადობის მსხვერპლი და სახელმწიფოს საქმეა, ეს უფლება დაიცვას