თურქეთი მიუღებელს უწოდებს ისრაელის არმიის მოთხოვნას, რომ ღაზის მოსახლეობამ საცხოვრებელი უნდა დატოვოს და სამხრეთში გადაადგილდეს

თურქეთი მიუღებელს უწოდებს ისრაელის არმიის მოთხოვნას, რომ ღაზის მოსახლეობამ საცხოვრებელი უნდა დატოვოს და სამხრეთში გადაადგილდეს. აღნიშნულის შესახებ საუბარია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ღაზის 2.5-მილიონიანი მოსახლეობის იძულება, რომელიც განურჩეველი დაბომბვის ქვეშ იმყოფება და მოკლებულია ელექტროენერგიას, წყალსა და საკვებს, გადასახლდნენ უკიდურესად მცირე ტერიტორიაზე, არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და არაადამიანურია. ჩვენ ველოდებით, რომ ისრაელი უარს იტყვის ამ სერიოზულ შეცდომაზე და დაუყოვნებლივ დაასრულებს სასტიკ და განურჩეველ ქმედებებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიIDF ღაზის მოსახლეობას მოუწოდებს, ჩრდილოეთ ზოლი 10-დან 4 საათამდე, საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით დატოვონ
შემდეგი სტატიამედიის ცნობით, ისრაელის ძალებმა რამდენიმე ტერორისტი მოკლეს, რომლებიც ისრაელში ლიბანიდან შეღწევას ცდილობდნენ