თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბოლო 24 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების წყალობით, უპირველეს ყოვლისა, საქალაქო საავადმყოფოებში, თურქეთმა მიაღწია ისეთ მდგომარეობას, რომ ამ სფეროში მსოფლიო მასშტაბით ლიდერად მიიჩნევა.
ერდოღანის თქმით, მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნა ჯანდაცვის სისტემა, სადაც მოქალაქეები შემოსავლის დონისა, თუ პროფესიის მიუხედავად, ჰუმანურ მოპყრობას მიიღებენ.
„ადრე ჩვენი მოქალაქეები სამედიცინო მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ მიემგზავრებოდნენ, ახლა კი ვითარება შეიცვალა. ყოველწლიურად ასობით ათასი უცხოელი პაციენტი მიმართავს თურქეთს მკურნალობის მიზნით“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.








