ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა,_აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისკენ მიმართული ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ყველა საჭირო ზომა მიღებულია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანიდან შესული რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფონზე, ნატო-მ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა განალაგა.















