თურქეთი G20-ის სამიტის ჩატარებისთვის უპრეცენდენტო უსაფრთხოების ზომებს იღებს

ანტალიის პროვინციის ქალაქ ბელეკში 15-16 ნოემბერს „დიდი ოცეულის“ სამიტის ჩატარება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებამ ანტალიის პროვონციაში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები მიიღო. ქალაქის დიდი ნაწილი ტურისტებისგან, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან მთლიანად გათავისუფლდა. ჩაიკეტა ქალაქის შესასვლელები. რიგითი ადამიანებისთვის ჩაიკეტა ანტალიის აეროპორტის პირველი ტერმინალიც და ის მხოლოდ სამიტის მონაწილეებს მოემსახურება. ქალაქის მისადგომებთან გაძლიერებული პატრულირება მიმდინარეობს.
სამიტის მიმდინარეობისას წესრიგს 1,4 ათასი საგზაო პოლიციელი და 12 ათასი სამართალდამცავი დაიცავს. ანტალიის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 18 ნოემბრამდე ნებისმიერი მიტინგის, დემონსტრაციის თუ საპროტესტო აქციის ჩატარება აკრძალა.

banner
წინა სტატიაში,,კოვზით ამოსაფხეკი ტვინია საჭირო, მისახვედრად – ყველა უბედურების სათავე კრემლშია”
შემდეგი სტატიაპარიზის ტერაქტებში მონაწილე 2 ტერორისტის ვინაობა ცნობილია