თურქეთი ევროკავშირს ემუქრება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თუკი ევროკავშირი მაქსიმუმ ოქტომბერში თურქეთს უვიზო რეჟიმს არ დაუწესებს, ისინი მიგრაციის შესახებ მოლაპარაკებას დაარღვევენ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მუქარა არ არის, თუმცა, თუკი არ იქნება ვიზალიბერალიზაცია.

“თურქეთი ვალდებული გახდება გაემიჯნოს ლტოვლთა შესახებ შეთანხმებას. მისი თქმით, თურქეთის მთავრობა ევროკავშირისგან კონკრეტულ თარიღებს ელოდება. “ეს შესაძლებელია იყოს, ოქტომბრის დასაწყისი ან შუა რიცხვები” – დაამატა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმება, რომელზეც არის საუბარი, თურქეთ-ევროკავშირს შორის მიმდინარე წლის 18 მარტს დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, თურქეთი პასუხისმგებლობას იღებს ყველა მიგრანტზე, რომელიც სირიიდან შევიდა.

banner
წინა სტატიაშინიკო ლეკიშვილი: პრემიერმა კვირიკაშვილმა „ოცნების“ პოლიტსაბჭოს დიდუბის ოლქში ჩემი კანდიდატურა შესთავაზა
შემდეგი სტატიაგერმანული მედია: ერდოღანს ევროპასთან კავშირის გაწყვეტა და რუსეთთან დაახლოება სურს