21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

თურქეთი ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის “წითელი ცირკულარის” გაცემას ითხოვს

თურქეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა. ანკარა ისრაელის ლიდერებს გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, წამებასა და საერთაშორისო წყლებში აქტივისტების უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს.

თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ამ ნაბიჯს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია მკვეთრი განცხადებით გამოეხმაურა. ისრაელის მხარემ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოიხსენია „ანტისემიტ დიქტატორად, რომელიც მასობრივად ჟლეტს ქურთებს, თავშესაფარს აძლევს «ჰამასის» ტერორისტებს, ოკუპირებული აქვს კვიპროსის ნახევარი და აპატიმრებს კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს“.

„ერდოღანის საცოდავ მცდელობას, დააშინოს ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები — ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ნამდვილი დემოკრატია — არანაირი შედეგი არ ექნება“, — ნათქვამია ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირანი აშშ-ის ახალ სანქციებს “უკანონო ეკონომიკურ ომს” უწოდებს და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია7 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 164 მილიონი ლარის ჯარიმა დაიწერა