თურქეთი აშშ-სგან მოითხოვს თავი შეიკავოს “ასიმეტრიული ურთიერთობებისგან”

ანკარა თურქეთთან მიმართებაში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ცალმხრივ მოქმედებას პასუხის გარეშე არ დატოვებს – ამის შესახებ საუბარია თურქეთის პრეზიდენტის სტატიაში, რომელიც The New York Times-მა 11 აგვისტოს გამოაქვეყნა.

“სანამ გვიანი არ არის ვაშინგტონმა უარი უნდა თქვას შეცდომით წარმოდგენაზე, რომ ჩვენი ურთიერთობა, შესაძლებელია, იყოს ასიმეტრიული და უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ თურქეთს ალტერნატივები აქვს” აშშ-სთან პარტნიორობაში – წერს ერდორანი. მისი თქმით, უპატივცემლობა და ამერიკის ადმინისტრაციის მიერ ცალმხრივი მოქმედებების გაგრძელება ანკარას აიძულებს “ახალი მეგობრები და მოკავშირეები ეძებოს”.
თურქეთის პრეზიდენტმა მკითხველებს შეახსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა მისი კაბინეტის რამდენიმე წევრის მიმართ სანქციები შემოიღო. “ეს გადაწყვეტილება არარაციონალური, მიუღებელი და საბოლოო ჯამში, ჩვენი დიდი ხნის მეგობრობისთვის საზიანო იყო” – ხაზი გაუსვა ერდოღანმა და დაამატა, რომ იგივე ზომებს მიიღებს ანკარა მთელი რიგი ამერიკელი ოფიციალური პირების მიმართ – “დოიჩე ველე” წერს.

აშშ-თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი გახდა, რომელიც თურქეთის ციხეში იხდის სასჯელს ფეხტულახ გიულენთან კავშირის გამო, რომელსაც, თავის მხრივ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად ასახელებენ და რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. ვაშინგტონი პასტორის განთავისუფლებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიამაშველებმა ურეკში 9 წლის ბიჭი გადაარჩინეს