თურქეთი აშშ-ს საპასუხო ზომებით დაემუქრა, თუკი ამერიკა მას იარაღს არ მიყიდის

ანკარა საპასუხო ზომებს მიიღებს, თუკი აშშ იარაღის მიწოდებას შეაჩერებს – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ კვირას, 6 მაისს CNN Turk-ის ეთერში თქვა. მისი აზრით, მსგავსი ნაბიჯი შეცდომაა და ნატოს ალიანსის წევრებს შორის ურთიერთობის გამყარებას არ ემსახურება.

4 მაისს აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც თურქეთისთვის იარაღის მიყიდვის შეჩერებას გულისხმობს. აშშ-ს კონგრესი პენტაგონისგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შესახებ მოხსენებას ელოდება – აღნიშნულია კანონპროექტში. მოხსენების დასრულებამდე შეიარაღების გაყიდვა შეჩერდა. თურქეთი 100-ზე მეტი გამანადგურებელი F-35-ის ყიდვას აპირებს ამერიკული თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-გან, გარდა ამისა, საუბარია, სარაკეტო კომპლაქს “პატრიოტის” ყიდვაზეც.

2017 წელს თურქეთმა რუსეთთან ხელშეკრულება გააფორმა საზენოტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის შეყიდვაზე. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს იმ შემთხვევაში განახორციელებს, თუკი თურქეთი რუსეთისგან სარაკეტო კომპლექსს იყიდის – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „გურამიშვილზე“ მგზავრთა მიღება განახლდა
შემდეგი სტატიაელონ მასკი საკონდიტრო ფაბრიკის გახსნას გეგმავს