20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

თურქეთ-სომხეთის სახმელეთო საზღვარი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისა და სომხეთში კონსტიტუციური ცვლილებების მიღების შემდეგ გაიხსნება

33 წლის შემდეგ პირველად, თურქეთ-სომხეთის სახმელეთო საზღვარი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისა და სომხეთში კონსტიტუციური ცვლილებების მიღების შემდეგ გაიხსნება.

ამის შესახებ თურქეთში აზერბაიჯანის ელჩმა, რაშად მამედოვმა თურქულ ყოველდღიურ გამოცემა Cumhuriyet-თან ინტერვიუში განაცხადა.

ელჩმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მუდმივ კონტაქტზეა თურქეთთან და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პარალელურად, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესიც გრძელდება. მისივე თქმით, 7 ივნისს გასამართი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „სომხეთი საკონსტიტუციო ცვლილებების გზით აღმოფხვრის ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ“.

მამედოვის თქმითვე, ამის შემდეგ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმდება სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც მანამდე აშშ-ში იქნა შეთანხმებული. აზერბაიჯანელი დიპლომატის განცხადებით, ამ პროცესის ბოლოს სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრებიც გაიხსნება. თურქეთ-სომხეთის სახმელეთო საზღვარი 1993 წლიდან ჩაკეტილია.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი: ევროკავშირის მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის დაპირების შესრულება რთულია და განახლებულ ძალისხმევას საჭიროებს
შემდეგი სტატია2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4 585 პირის მიმართ დაიწყო