თურქეთ-რუსეთის კრიზისის შემდეგ, საგარეო უწყებების პირველი შეხვედრა შედგა…

ბელგრადში გამართულ ეუთო-ს უსაფრთხოების სამიტზე თურქეთისა და რუსეთის ოფიციალური პირები, თურქულ-რუსული კრიზისის დაწყების შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს…

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუსა და მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის პირისპირ შეხვედრა, სიტუაციის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული რეალური ნაბიჯების გარეშე დასრულდა, რასაც შეხვედრის შემდეგ, ორი დიპლომატის მიერ გაკეთებული განცხადებებიც მოწმობს…

თურქეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებით, ორივე მინისტრმა ისე ჩაატარა ეს შეხვედრა, როგორც მათ შეეფერებოდათ… ,,ინციდენტის სიმძაფრე ამ დრომდე შენარჩუნებულია. ჩვენ მომხდარის გამო მწუხარება გამოვთქვით… რუსი პილოტის გარდაცვალების გამო კი – მიუსამძიმრეთ მის ქვეყანას. ნორმალურია, რომ ამ მომენტისთვის განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ღიად ვისაუბრეთ. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგისთვის არხები ღიად გვქონდეს დატოვებული. დარწმუნებული ვარ, რომ გრძნობების გადავლის და საღი აზრი გაიმარჯვებს. პირველი შეხვედრიდან გადაჭერბებული მოლოდინი არ გვქონია. ორივე მხარეს დაძაბულობის განელება სურს და ესკალაციის მოხსნას ველოდებით. უნდა ვხვდებოდეთ, რომ სიტუაცია მთელი ცხოვრება ასე ვერ გაგრძელდება,, განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ლიდერმა ჩავუშოღლუმ.

შედარებით მოკლე  კომენტარი გააკეთა სერგეი ლავროვმა… ,,ჩავუშოღლუსაგან, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ახალი ვერაფერი მოვისმინეთ,, განაცხარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ასევე ქაღნიშნა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ორი ქვეყნის მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნათ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილი მართლა ქვეყნის სირცხვილია”
შემდეგი სტატიავის აფინანსებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში? – დაინტერესდა აშშ კონგრესი