თურქებმა სირიაში ქურთები ორი სოფლიდან გააძევეს

11თურქეთის სამხედრო ძალებმა და სირიის ოპოზიციურმა არმიამ ორი სოფელი დაიბრუნა, რომელსაც ადრე სირიელი ქურთები აკონტროლებდნენ – წერს “ბიბისი”. სირიის  ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ქურთმა ამბოხებულებმა დატოვეს სოფლები ალ-ამარნა და აინ-ალ-ბაიდი.
ამასთანავე, გუშინ თურქეთის სამხედრო ძალებმა პირველი დანაკარგი განიცადეს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიაში ოპერაცია 24 აგვისტოს დაიწყო.
ოფიციაური თურქეთის განცხადებით, ოპერაცია სირიაში “ტერორისტული საფრთხის სრულ ლიკვიდაციამდე” გაგრძელდება.
აღსანიშნავია ის, რომ თურქეთიც და ქურთებიც, რომელსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს, აშშ-ს მოკავშირეები არიან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ასზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
შემდეგი სტატიაშოტლანდიაში ნასვამი პილოტები დააკავეს