თურქებისადმი დაწესებული სანქციები რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატს ემუქრება…?

28 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულებაში, რომელიც მთავრობას თურქეთის მიმართ სხვადასხვა სფეროში სანქციების დაწესებას ავალებს, თურქული იურისდიქციის ქვეშ მყოფი ორგანიზაციებისადმი რუსეთში საქმიანობის შეზღუდვასაც ითვალისწინებს, რაც რუსეთში 2018 წელს გასამართი მსოფლიო საფეხბურთო  ჩემპიონატისათვის საჭირო სტადიონებზე  მომუშავე თურქულ  სამშენებლო კომპანიებს მუშაობის შეწყვეტას უქადის…

პუტინის განკარგულების მეორე დღესვე თურქულმა კომპანიებმა რუსეთის  შესაბამის სტრუქტურებთან მათი მომავალი მუშაობის საკითხები დასვეს, რამაც რუსეთის ხელისუფლება შეაფიქრიანა, რადგან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო, რუსეთის 11 ქალაქის -12 საფეხბურთო სტადიონის, როგორც სამშენებლო, ასევე სარესტავრაციო სამუშაოებზე კონტრაქტები ბევრ თურქულ კომპანიას აქვს გაფორმებული… მათი მოშლა კი – რუსეთს, როგორც ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, ასევე საერთაშორისო არენაზე – პრობლემებს შეუქმნის.

29 ნოემბერს, სპეციალური განცხადება გააკეთა რუსეთის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა და რუსეთის  სპორტის მინისტრმა  ვიტალი მუტკომ. მინისტრი აცხადებს, რომ თურქულ კომპანიებთან ახალი კონტრაქტების არ გაფორმდება, მაგრამ ის კომპანიები, რომელთაც დღეისთვის კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, მუშაობას გააგრძელებენ და მათ პრობლემა არ შეექმნებათ.

მიუხედავად მინისტრის ამ განცხადებისა, რომელიც თურქულ კომპანიებს მუშაობის გაგრძელების უფლებას ჰპირდება, თურქული კომპანიებისათვის ჯერჯერობით უცნობია თუ რა პრობლემებს შეუქმნის მათ სანქციების დანარჩენი მუხლები, რომლებიც თურქი მოქალაქეების უვიზოდ გადადაადგილებაზე, თურქული საქონლის შეტანაზე და სხვა საკითხებზე შეზღუდვას ისახავს… ამიტომაც საკუთარი ბედი, ამ კომპანიებს ჯერჯერობით გარკვეული არააქვთ, აცხადებს თურქული მედია.

www.timer.ge

 

 

 

banner
წინა სტატიაშირუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია…
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა ცნობილი რუსი კინორეჟისორი – ელდარ რიაზანოვი