თურქ სამხედროებს სირიაში ჰაერიდან აშშ დაიცავს

 

აშშ-ს საჰაერო-სამხედრო ძალები ჰაერიდან დაეხმარებიან თურულ სამხედრო ძალებს, რომლებმაც დღეს ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს – დღეს, 24 აგვისტოს Reuters-ი წერს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი საკუთარ მოკავშირეებთან ნატოს ოპერაციის ფარგლებში მოქმედებს.
შესაბამის თემაზე ბრიფინგი დღეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩაატარა – ის თურქეთში ჩავიდა, რომ ქვეყნის ლიდერს, რეჯეპ ერდორანს და თურქეთის პრემიერ-მინისტრს ბინალი იილდირიმს შეხვდეს.

დღეს დილით, სირიის ტერიტორიაზე, რომლესაც ქურთი ბოევიკები აკონტროლებენ, თურქული ტანკები შევიდნენ – Reuters-მა გაავრცელა.
სააგენტოს კორესპონდენტის ინფორმაციით, სირიაში მიმავალი მინიმუმ 6 ტანკი დაითვალა. მან ასევე საარტილერიო სროლებსა და ავიადარტყმებზე ისაუბრა.
თურქეთის ლიდერის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია, რომელიც დღეს დილით დაიწყო ანკარამ, პირველ ყოვლისა, იქითკენ არის მიმართული, რომ სირია-თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოება გაიზარდოს. ავიადარტყმები განხორციელდება “ისლამური სახელმწიფოს” და ქურთების პოზიციებზე, რომელსაც თურქეთი, ასევე ტერორისტებად მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშითურქული ტანკები სირიაში შევიდნენ
შემდეგი სტატიათურქეთმა სირიაში საკუთარი ოპერაციის ხანგრძლივობა დაასახელა