თურნავა: შეზღუდვები რომც შევამსუბუქოთ, არავის ეგონოს, რომ ეს ჩვეულებრივი შოპინგი იქნება

“გავაგრძელებთ მსჯელობას, იცით, ალბათ, რომ ძალიან დინამიური ვითარებაა პანდემიასთან მიმართებაში, ბრიტანეთში ახალი მუტაციის ვირუსი გაჩნდა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა დამცავი ზომები მივიღოთ. ზოგადად უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რისკები არის საკმაოდ მაღალი, ამიტომ ჩვენ დამატებითი დრო დაგვჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად”. –თქვა თურნავამ.

ნოემბრის ბოლოს დაწესებული შეზღუდვების ახალი გეგმის მიხედვით, სავაჭრო ცენტრებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 24 დეკემბრიდან უნდა განახლებული, სწორედ ამ დროიდან იგეგმებოდა კომენდანტის საათის დროებით გაუქმებაც.

თურნავას თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემთხვევაშიც, მიღებული იქნება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი მოხდა გარკვეული ლიბერალიზაცია ვაჭრობასთან მიმართებაში, არავის ეგონოს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი, არავითარ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, თუ კი ესეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების.”

banner
წინა სტატიაშიპატრიოტთა ალიანსმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა
შემდეგი სტატიამდინარაძე – ბევრ ვერსიას განვიხილავთ, რათა საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით იმუშაოს